ჩვენი მისია

Naturalliance-ის მიზანია ხალხის ინფორმირება, იმის შესახებ თუ როგორ აღადგინონ და შეინარჩუნონ ბუნების ის სიმდიდრეები და შესაძლებლობები,რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

 

დედამიწის ეკოსისტემები და მათი რესურსები

აპოლო 8-დან დანახული დედამიწის ამოსვლა მთვარის ორბიტაზე © NASA
აპოლო 8-დან დანახული დედამიწის ამოსვლა მთვარის ორბიტაზე © NASA

წარმოვიდგინოთ დედამიწა,როგორც ბურთი ჩვენს ხელებში. ეკოსფერო,ანუ ის შრე,რომელიც უზრუნველოფს სიცოცხლეს მიწისა თუ წყლის ზევით ან ქვევით, უფრო თხელია ვიდრე ადამიანის ფრჩხილი. ეს ფაქიზი ფენა (ეკოსფერო) შეიცავს მცენარეების, ცხოველებისა და სხვა ორგანიზმებისაგან შემდგარ სისტემების ულამაზეს მოზაიკას თავისი ნიადაგით,წყლითა და ჰაერით, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ არსებობას. ჩვენ ვართ ნაწილი ამ ჩამოთვლილი ეკოსისტემებისა, რომლებიც შედგება ტყეების, მთების, მდელოების, უდაბნოების, ტბების, მდინარეებისა და ზღვებისგან. ჩვენ დიდად ვართ დამოკიდებული დედამიწის ეკოსისტემების რესურსებსა და სიჯანსაღეზე თუ გვინდა სიცოცხლის შენარჩუნება და გადარჩენა.

ორგანიზმები ეკოსისტემებში

გნოლი, ჯანმრთელი სასოფლო - სამეურნეო მიწების ფლაგმანი სახეობა   © Matej Vranič
გნოლი, ჯანმრთელი სასოფლო - სამეურნეო მიწების ფლაგმანი სახეობა © Matej Vranič

ახლა წარმოიდგინეთ ორგანიზმების მცირე პოპულაცია (მცენარეების, ცხოველების, სოკოებისა თუ ნებისმიერი სხვა მიკრო ორგანიზმებისა) ისეთ ეკოსისტემაში, სადაც ბევრი საკვები და ჰაბიტატია, არ არის ან ძალიან ცოტაა მტაცებელი, არ არიან პარაზიტები, არ არის დაავადება ან სიკვდილიანობის ნებისმიერი სხვა ფორმა. კვლევები აჩვენებენ რომ ასეთი პოპულაცია იზრდება. გამრავლებისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია ორგანიზმის სიდიდეზე -- მაგალითად, ბაქტერიები მრავლდებიან სულ რაღაც რამდენიმე წუთში, როცა ათწლეულები და მეტი ჭირდება სპილოების გამრავლებას, ხოლო პატარა ცხოველები და მცენარეები წელიწადში რამდენჯერმეც კი მრავლდებიან. ასეთი პოპულაციები საბოლოოდ აღწევენ რესურსების ზღვარს და განწირულები არიან შიმშილობისთვის. თუმცა, ძირითადად, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციები ასე არ იზრდება. უბედური შემთხვევები, მტაცებლობა, დაავადებები და შიმშილი ჭარბობს ახალგაზრდა ინდივიდებში და ხელს უშლის მათ ზრდას. ძალიან ცოტა აღწევს ზრდასრულ ასაკს. ეკოსისტემებში ერთი სახეობის სიკვდილი განაპირობებს სხვა ორგანიზმების არსებობის წყაროს, ჩვენი ჩათვლით.

ჩვენი გავლენა ეკოსისტემებზე

სანამ ადამიანები ცხოველების მოშინაურებასა და კულტურების გაზრდას ისწავლიდნენ, ათასწლეულები ცხოვრობდნენ როგორც მონადირე-შემგროვებლები. სოფლის მეურნეობა ფართოდ გავრცელდა ბოლო გამყინვარების ხანის შემდეგ. ამან გამოიწვია საკვების სტაბილური მომარაგება, რამაც განაპირობა ადამიანთა დასახლებების განვითარება და აყვავება, რაც თავის მხრივ, გახდა საწინდარი ქალაქების დაარსებისა. ადამიანთა პოპულაციები მკვეთრად იზრდებოდა, ეს კი დიდ ზიანს აყენებდა ეკოსისტემებსა და კლიმატს. თუ გარკვეული კრიტიკული ზღვრები იქნა გადალახული ეკოსისტემები წყვეტენ ეფექტურ ფუნქციონირებას და ცუდ გავლენას ახდენენ, როგორც ადამიანის საზრდოსა და საარსებო წყაროებზე, ასევე ბუნების სხვა ასპექტებზე. თუ სოფელში სისტემები არ არის მართული სწორად, ჩვენმა საქმიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ველური სახეობების ადგილობრივი ჭარბმოსავლიანობა. ქალაქებში ჩვენ დამოკიდებული ვართ ფერმერულ ეკოსისტემებზე ინტენსიური რესურსების წარმოებისთვის. თანამედროვე სამყაროში მოქალაქეების მხოლოდ უმცირესობას თუ ესმის მიმდინარე პროცესების მნიშვნელობა, ქალაქების უმრავლესობის მიერ მიღებული კანონები ხშირად არაპოპულარულია სოფლად მცხოვრებ თემებში. დღევანდელ დღეს, როცა ადამიანთა პოპულაცია უპრეცედენტო დონეზეა, ძალიან ძნელია თავიდან იქნას აცილებული მავნე ზემოქმედება ეკოსისტემების შესაძლებლობებზე შეთანხმებული და ინფორმირებული მიდგომის გარეშე, რომელიც დაფუძნებულია მეცნიერებასა და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებაზე.