გამომცემელთა შესახებ

ჩვენს ძალისხმევას საფუძვლად უდევს ექსპერტიზა და ველური რესურსების მდგრადად გამოყენების სურვილი  © Adrian Lombard
ჩვენს ძალისხმევას საფუძვლად უდევს ექსპერტიზა და ველური რესურსების მდგრადად გამოყენების სურვილი © Adrian Lombard

ეს საიტი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის პროდუქტია (International Union for Conservation of Nature - IUCN). IUCN დაარსდა 1948 წ და ამჟამად მისი წევრია 84 სახელმწიფო და 1100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. IUCN ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა გაერთიანებული ერების (გაერო) გენერალურ ასამბლეაში ბიომრავალფეროვნების, ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების სპეციფიკური ექსპერტიზით.

 

საიტის ტექსტი შეთანხმებულია ინგლისურ ენაზე, შემდეგ იგი თარგმნილია 500 ექსპერტის მიერ ეკოსისტემების მდგრადი გამოყენებისა და მართვის მიზნით IUCN-ის ექვსი კომისიიდან ერთ-ერთში. ცოდნა შეგროვდა და-ჯგუფის დახმარებით მდგრადი გამოყენებისა და საარსებო წყაროების შესახებ,რაც სახეობების გადარჩენის კომისიის (კარგად ცნობილი თავისი წითელი ნუსხის გამო) და გარემოსდაცვითი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კომისიის ერთობლივი ინიციატივაა. ჩვენი ცოდნის ქსელში სატელიტური საიტები იმართება IUCN-ის რეგიონალური ექსპერტებისა და დაინტერესებული ქვეყნების მიერ.

 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საიტის წაკითხვა ხელს შეუწყობს ბუნებრივი სამყაროს უკეთ შეცნობას, აქ შესაძლებელია გაიგოთ იმ განსაკუთრებული წვლილის შესახებ, რომელიც ველურ არსებებთან მუდმივ ურთიერთობაში მყოფ სხვადასხვა ჯგუფის ადამიანებს შეაქვთ. ჩვენ, აგრეთვე, თქვენს მშობლიურ ენაზე დაგაკავშირებთ სხვა საიტებთან, რომლებიც მოგაწვდიან საჭირო ინფორმაციას კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ შეიძლება გახსენით თქვენი გონება და შეიტყვეთ ახალი ამბები კონსერვაციის პროგრესის შესახებ, რათა ძალისხმევა და იდეები, რომლებმაც მრავალ წარმატებას მიაღწიეს, სულ უფრო და უფრო ფართოდ გავრცელდეს. თუ შეიძლება მიიღეთ მთელ მსოფლიოში მოპოვებული ეს ცოდნა და გამოიყენეთ იგი თქვენს ცხოვრებაში.

ამ გვერდების თემეტიკა ხელს უწყობს: