ნახშირორჟანგისა და ჰაერის ტემპერატურის გლობალური დონე ყოველწლიურად იზრდება და პრე-ინდუსტრიული ხანის დონეს აღემატება © Creative Commons.
ჩვენი პლანეტა თბება. გარკვეული დათბობა მოსალოდნელია, მზის თანდათანობითი გაფართოების და დედამიწის ორბიტის მცირე ცვლილებების გამო. თუმცა, ასეთი ეფექტების პროგნოზირება შესაძლებელია და ვერ აიხსნება სწრაფი დათბობით, რომელიც ახლა ვხედავთ. ეს აჩქარებულია დათბობა მოყვა ინდუსტრიების და მოგზაურობის განვითარებას. ეს შეესაბამება კიდევ ერთ წინასწარმეტყველებას, რომელიც შვედმა მეცნიერმა გააკეთა 150 წლის წინ, რომ ზოგიერთი გაზების მატებამ შასაძლოა გამოიწვიოს ატმოსფეროს მზის სითბოს მეტი დაჭერა. ბოლო 70 წლის შოკისმომგვრელი ტემპერატურის ზრდა შეიძლება აიხსნას "სათბურის" გაზების დონის ზრდით, რომელთაგან ყველაზე მეტად ნახშირორჟანგი და მეთანი ჭარბობს.
:
თორმეტი წლის განმავლობაში უკან დახეული ნორვეგიის ბრიქსდალის მყინვარი, რომელიც მხოლოდ ათიოდე ჭლით ადრე ფარავდა ტბას
© Mateusz Kurzik/Oleg Kozlov/Shutterstock
დედამიწის ზრდადი ტემპერატურა ხასიათდება ორი ძირითადი ეფექტით. ყველაზე თანმიმდევრული ეფექტი არის ყინულის გადნობა პოლარულ რეგიონებში. მყინვარწვერები ანტარქტიკასა და გრენლანდიაში დნება და ჩაედინება ოკეანეში სწრაფი ტემპით. მათგან იყრება ყინული, რაც ფარავს ხმელეთს, დნება ზღვაში და ამგვარად იზრდება მსოფლიოს ზღვის დონე. უფრო მეტად სწრაფი ეფექტი ფიქსირდება კლიმატური ცვლილების სახით, რაც უკავშირდება ცვლილებას ზღვის ტემპერატურაში და ამინდის პროგნოზში რომელიც გამოწვეულია ზღვის შეცვლილი ტემპერატურით. მეტად ორთქლდება წყალი ატმოსფეროში უფრო მეტად თბილი ზღვებიდან და ცვალებადი ამინდის გამო გარკვეულ ადგილებში ჩნდება წვიმა და ქარიშხალი, ჩვეულებრივზე მეტად. ამის საპირისპიროდ კი სხვა ადგილებში გაცილებით ხანგრძლივია მშრალი ამინდები და ხანმოკლეა წვიმიანი ამინდები.
რა ხდება როდესაც კლიმატი იცვლება
წყალდიდობა ტაილანდში © Atikan Pornchaprasit / Shutterstock
ადამიანთა პოპულაცია გაცილებით ფართომასშტაბიანი გახდა რამოდენიმე ათასწლეულის მანძილზე რბილი კლიმატის პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების წყალობით. თუმცა, გლობალური ტემპერატურის ზრდა უქმნის საფრთხეს ადამიანებსა და ბუნებას ოთხი სახით: წყალდიდობა, ხანძარი, საყოველთაო შიმშილი და დაავადება. წყალდიდობა უარესდება ზღვის დონის აწევით დაბლობებში, და თქეშით რაც იწვევს ნიადაგის ჩამორეცხვას. მშრალი ამინდის ხანგრძლივი პერიოდები მცენარეულობას უფრო აშრობს, შემდეგ კი ისინი ველურ ხანძრებში იწვიან. გვალვა და წყალდიდობა გავლენას ახდენს ადამიანისა და სხვა ცხოველებისთვის საკვაბ მცენარეულობაზე, რაც იწვევს შიმშილობას, ეს შეიძლება გაუარესდეს სასმელი წყლის დეფიციტით. ეს მოვლენები ასევე ხდის მცენარეებსა და ცხოველებს ტროპიკული დაავადებებისადმი დაუცველებს, რაც პოლუსებისკენ ვრცელდება, სადაც ახალი თბილი კლიმატური პირობებია.
ტყის ხანძარი აშშ-ში © ARM/Shutterstock
ნახშირორჟანგის დონე იზრდება საწვავის, ნახშირის, ნავთობისა და გაზის წვით. მაშინაც კი, თუ ამ საწვავის წვას შევაჩერებთ, გლობალური ტემპერატურის აღდგენას მრავალი ათეული წელი დასჭირდება. კიდევ უფრო დიდი საფრთხე ის არის, რომ ტემპერატურის მატება მიაღწევს გარდამტეხ წერტილს, რომლის შეცვლაც ძალზე ძნელია, ასე რომ ტროპიკული ტყეების განადგურება მეტად ამაღელვებელია. თუ ტყეები განადგურდა გვალვის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იქნება საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეს. მეტი ადამიანი იქნება იძულებული გადაადგილდეს, თუ ზღვის დონის აწევა ქარიშხალებს ზღვისპირა ქალაქების დატბორვაში დაეხმარება. შეიძლება კი რომ ამგვარი გადაადგილების საფრთხემ გამოიწვიოს საერთაშორისო ყურადღების მთლიანად გადატანას კლიმატის ცვლილების, ბუნების შენარჩუნებისა და საკუთარი გადარჩენის პრობლემების გადაჭრაზე?
რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ?
საყოფაცხოვრებო ენერგიის ახალი წყაროები ევროპასა და აფრიკაში
არსებობს ბუნებაში მიმდინარე პროცესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ზღვებს, ნიადაგებს და მცენარეულობას ეხმარება ნახშირბადის ათვისებაში. ხეების დარგვა წარმოშობს ახალ ნიადაგს, ასევე იძლევა მერქანის სახით ნახშირბადის შენობებში შენახვის საშუალებას. ასევე არსებობს ინჟინერირებული გადაწყვეტილებები. მზისა და ქარისგან წარმოქმნილ ელექტროენერგიას შეუძლია შეცვალოს წიაღისეული საწვავი სახლების, ქარხნების და ტრანსპორტის ენერგიის მისაღებად, იმ პირობით, თუ ჩვენ ვიპოვოთ საკმარისი ენერგიის შენახვის გზებს სიბნელის და უქარობის პერიოდებში. ჩრდილოეთის ქვეყნებმა უნდა მიიღონ ცხოვრების უფრო მდგრადი სტილი და დაეხმარონ სამხრეთ ქვეყნებს გადასვლის პერიოდში, რადგან ჩვენ ყველას ერთი პლანეტა გვაქვს. რასც არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, სანამ კლიმატის გარდატეხის წერტილებს მივაღწევთ.