ეკოსისტემის სარგებელი და საფრთხეები
ზღვის პროდუქტები © Anatrack Ltd
რატომ აფასებთ ბუნებას? იმიტომ ხომ არა რომ დამოკიდებული ხართ მასზე თქვენი საარსებო წყაროს გამო,ისევე როგორც მრავალი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? გიყვართ გარეული ხილისა და სოკოს შეგროვება,თევზაობა ან ნადირობა? ზოგიერთ ქვეყნებში საკვები უმთავრესად მაღაზიებში იყიდება, მაგრამ ზოგადად ადამიანების ერთ მესამედზე მეტს გააჩნია მკაცრი ტრადიცია საკვების ბუნებაში მოპოვებისა. შესაძლებელია თქვენ უბრალოდ გიყვართ გარეული ბუნების ყურება სტრესის მოხსნის მიზნით ან ვარჯიშის დროს? თუ ასეა, თქვენ იყენებთ იმას, რასაც ეწოდება ეკოსისტემების პროდუქტიული და კულტურული სერვისები. ხანძრები, წყალდიდობები, მავნებლების აფეთქება ნათესებსა თუ სახლებში ეკოსისტემების პროდუქტია, სადაც დაზიანებულია მარეგულირებელი სერვისები. ყველა დამოკიდებულია ეკოსისტემის პროცესებზე, რომელიც უზრუნველყობს სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს და კარგ კლიმატს.
ადამიანის გავლენა ეკოსისტემებზე
ინდუსტრიებმა შესაძლოა დააბინძუროს ატმოსფერო, ნიადაგი და წყალი © Hramovnick/Shutterstock
როდესაც ჩვენ ვცვლით ეკოსისტემებს ჩვენი სარგებლობისათვის, ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. ნაყოფიერი სივრცეები, საძოვრები, ტყეები და ჭაობები შესაძლებელია გადაიქცნენ მონოკულტურულ სამეურნეო დანიშნულების მიწებად, რის შედეგადაც მივიღებთ ნიადაგის შემცირებულ ნაყოფიერებას და განადგურებულ მცენარეულ საფარს, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანია ადგილობრივი სახეობებისა და კულტურებისთვის. ინტენსიური მიწადმოქმედებისთვის შეუფერებელ ადგილებში შინაურმა ცხოველებმა შესაძლებელია ჩაანაცვლონ ველური ბუნება იმ გათვლით, რომ უახლოეს მომავალში იმ არეალიდან მოცილებული იქნება მტაცებლები და გაიზრდება საძოვრების წნეხი მცენარეულობაზე. ნაკლებად ნაყოფიერ ან რთულად ხელმისაწვდომ ტერიტორიებზე, როგორიცაა ტუნდრა, ჭაობი და უდაბნო, რეკრეაციული ზონების გაზრდამ შესაძლოა უარყოფოთი გავლენა იქონიოს იმ თვალსაზრისით, რომ საგრძნობლად შემცირდება ველური ბუნება. ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების მხრიდან, განზრახ ზემოქმედების გარეშე, პლასტმასის ნარჩენების უსაზღვრო გამოდინება, ჰაერისა და წყლის დაბინძურება აღწევს ძალიან შორეულ ადგილებს, არაფერი რომ აღარ ვთქვათ კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე. ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, აგრეთვე, დაავადებების უნებლიე გადაცემის შედეგად უფრო ძლიერი და გამძლე ორგანიზმების წარმოქმნა. ყველა ამ პრობლემამ შესაძლოა შეამციროს მომსახურება,რომელსაც ეკოსისტემები უზრუნველყოფენ ადამიანისა და სხვა ორგანიზმებისათვის, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს სამყაროს.
ადამიანის ეკოსისტემებზე ზემოქმედების მართვა
როდესაც პრობლემები წარმოიქმნება, ადგილობრივი თემები აღმოაჩენენ მათ და როგორც წესი, აგვარებენ ხარჯების ეფექტური აღდგენის გზით. საჭიროა მთელი რიგი უნარ-ჩვევები ეკოსისტემური სერვისების მართვისთვის, მათ შორის პრაქტიკული ძალისხმევა ადგილობრივი ფერმერებისა და მეტყევეების, მეთევზეების, მონადირეების, ველური ბუნების დამკვირვებლების, შემგროვებლებისა და მებაღეების, რომლებსაც ეხმარებიან მეცნიერები და ხშირად აფინანსებენ მთავრობები. ეკოსისტემების ბუნებრივი სიმდიდრის გარკვეულწილად აღდგენა შესაძლებელია საკმარისი დროისა და შესაფერისი პირობების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი სახეობის, მაგალითად მცენარეებისა და მცირე ორგანიზმების, როგორიცაა მწერები და სხვა პატარა ცხოველების აღდგენა საკმაოდ სწრაფად ხდება. თუმცა ზრდასრულ ტყეებს აღორძინებისთვის ათწლეულები სჭირდებათ, ხოლო ნაყოფიერი ზედაფენის შევსებას შეიძლება საუკუნეებიც კი დასჭირდეს. ასეთი სამუშაოს წარმართვისა და უზრუნველყოფისთვის, მეცნიერებმა და მთავრობებმა უნდა გაიგონ, თუ როგორ დაეხმარონ და წაახალისონ ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილობრივი მოსახლეობა შესაძლოა იყოს წახალისებული, რომ ხელი შეუწყოს კონსერვაციას და გააზიაროს თავისი ცოდნა გაძლიერებული რესურსების შეზღუდული და მდგრადი გამოყენების სანაცვლოდ.